"კიდევ ერთი თურქი სამხედრო რომ დაშავდეს, ასადის რეჟიმის ძალებს დავარტყამთ" "კიდევ ერთი თურქი სამხედრო რომ დაშავდეს, ასადის რეჟიმის ძალებს დავარტყამთ" /> "/> " />


  14:28:40     12-02-2020

"კიდევ ერთი თურქი სამხედრო რომ დაშავდეს, ასადის რეჟიმის ძალებს დავარტყამთ"

"კიდევ ერთი თურქი სამხედრო რომ დაშავდეს, ასადის რეჟიმის ძალებს დავარტყამთ," - ეს განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა პარლამენტში გააკეთა.

მისივე თქმით, კონფლიქტის ზონაში მათ დანაკარგები უკვე განიცადეს და თავიანთი ჯარისკაცების ხოცვას აღარ დაუშვებენ.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ იდლიბის პროვინციაში სამთავრობო სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, დაიღუპა ორი პილოტი.

სამთავრობო ძალებსა და შეიარაღებულ ოპოზიციას შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ასადის ჯარები იდლიბის პროვინციის თითქმის ყველა სტრატეგიულ ადგილს აკონტროლებენ და მშვიდობიან მოსახლეობასაც ბომბავენ.

0

ავტორი: